საზოგადოება
ახლა მთელი ყურადღება ოჯახის ექიმებისა და ცხელების ცენტრების გამართულ მუშაობაზეა გადატანილი - კახეთის გუბერნატორი
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კახეთში საგანგებო რეჟიმის პირობებში არსებული ვითარება სტაბილურია. მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების, სოფლის ექიმების და ამბულატორიების მუშაობა.

„ახლა მთავარი ყურადღება გადატანილია სოფლის ექიმების, ოჯახის ექიმების, ამბულატორიების, საავადმყოფოების, მათშორის ცხელების ცენტრების მდგომარეობაზე, აღჭურვასა და გამართულ მუშაობაზე. სოფლის ექიმები, ოჯახის ექიმები არიან პირველ ხაზზე, მათი გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. მოსახლეობის ექიმთან მიმართვიანობა და სწორი გეზის მიცემა, არის ყველაზე უფრო მთავარი. მოსახლეობას მოვუწოდებ, როდესაც უნდათ ოჯახის ან სოფლის ექიმთან მიმართვა, წინასწარ დაურეკონ ტელეფონზე, რათა მან შეძლოს ნაკადების სწორად მართვა და სწორი კონსულტაციის გაწევა“. - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კახეთთან დამაკავშირებელ ორ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ხაშმთან და სოფ. სასადილოსთან ინტენსიურად მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინიგი, ასევე მოწმდება ავტომობილებში მგზავრთა რაოდენობა.

გუბერნატორის თქმით, დღესდღეობით კახეთში სიტუაცია სტაბილურია.


| Print |
FaceBook Twitter Google