საზოგადოება
გახარია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე.

„ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით, ვნახოთ როგორ განვითარდება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ადამიანების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდეა განსაზღვრული.

საგანგებო მდგომარეობის ვადით 30 მარტს საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, ქვეყანაში ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი.
| Print |
FaceBook Twitter Google