საზოგადოება
ეს პირბადე იცავს წვეთოვანი ინფექციისგან ძალიან ეფექტურად - პაატა იმნაძე
ქართული წარმოების პირბადეების დიზაინსა და უსაფრთხოების ხარისხზე საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრია. დღეს ბრიფინგზე ამის შესახებ კითხვებს პაატა იმნაძემაც უპასუხა. მისი თქმით, ამ პირბადეებს ვიზუალი არ დაეწუნება, მით უფრო, რომ დღეს მსოფლიოში ყველგან დეფიციტია.

„დღევანდლეი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობით, რომელიც იყო მსოფლიოში. გუშინ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვნახე და სხვათა შორის, ამის დიზაინი აშკარად უკეთესია. ამას ცხვირის ადგილას მხრიდან აქვს მონიშნული, ამას ვერ შცვლი, არასწორადგაიკეთო. ასე რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ეს [კორონავირუსი] არის წვეთოვანი ინფექცია და ეს პირბადე იცავს წვეთოვანი ინფექციისგან ძალიან ეფექტურად. ექიმებს ვურჩევთ  რესპირარორი 95 რომ ჰქვია, იხმაროს მხოლოდ იმ მდროს, როდესაც ისინი ახორიცელებენ ინტუბაციას, როდესაც აეროზოლიზაციის რისკი არის მაღალი, დანარჩენ შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება იხმაროს უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ.“

პირბადეების უსაფრთხოებაზე ისაუბრა დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმაც.

შეგახსენებთ, რომ ქართული წარმოების პირბადეები გაყიდვაში 2 დღის წინ ჩაეშვა და 4 სააფთიაქო ქსელში იყიდება: პე-ეს-პე, ავერსი, ფარმადეპო და ჯი-პი-სი. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მისი ღირებულება 50 თეთრია, რაც სუბსიდირებული ფასია, რაგდნ სახელმწიფოს მისი შეკრვა ერთ ლარზე მეტი უჯდება.




| Print |
FaceBook Twitter Google