საზოგადოება
პაციენტების ასეთი მატება საფუძველს გვაძლევს, რომ პიკი გადავლახოთ კატაკლიზმების გარეშე - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი სამი კრიტიკული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა, მეორესთანაც სტაბილიზაცია შეინიშნება, მხოლოდ ერთია მძიმე, რომლის პროგნოზის გათვალისწინებაც ჯერჯერობით შეუძლებელია, - ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევების მატება ზომიერი და კონტროლირებადია.
„სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ იმედის მომცემია, რომ ეს ზომიერი და კონტროლირებადია. დაახლოებით მერვე დღეა, სტატისტიკა ასეთია: ემატება 7, 9, 13, 14, 19, ეს რომ გავყოთ ამ დღეების რაოდენობაზე, დღეში არ გამოდის 10-დან 12-მდე პაციენტის. ამას ჰქვია ზომიერი კონტროლირებადი მატება, რაც საფუძველს გვაძლევს, რომმ პიკი გადავლახოთ კატაკლიზმების გარეშე.“

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 252 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 60. გარდაცვლილია 3 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4929 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 405.
ცალკე განიხილება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 3 მოქალაქე.

სტატისტიკური ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდ stop.cov.ge-ზეა განთავსებული.





| Print |
FaceBook Twitter Google