კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობით
გათვალისწინებული შეზღუდვების ფარგლებში, კახეთის რეგიონის მასშტაბით
სასურსათო კალათების დარიგება პენსიონერებისთვის და სოციალურად
დაუცველი ოჯახებისთვის რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.
ხანდაზმულების დასახმარებლად ამჯერად ყვარელში, ახალგაზრდების
ერთი ჯგუფი გაერთიანდა.
როგორც ინიციატივის ავტორები ამბობენ, დახმარება 50-მდე ოჯახს
საჩუქრად უკვე გადაეცა. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო კალათა
მოიცავს შაქარს, ფქვილს, კარაქს, ბურღულეულს, კვერცს, ზეთს, თევზს და
ტკბილეულს.
შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი
შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ქვეყნის მასშტაბით კი - 266 პაციენტია
ინფიცირებული.
მასალის გამოყენების პირობები