საზოგადოება
პატარძეულის "ვეფხვები" საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
რაგბის კლუბი პატარძეულის "ვეფხვები" საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, წინასააღდგომოდ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს.
ინფორმაცია მათსავე ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული.

„ჩვენი კლუბი იყენებს წითელი ჯვრის მიერ აპრობირებულ მეთოდს. ხვალ, 2020 წლის 14 აპრილს, სოფელ პატარძეულში არსებულ 4 მაღაზიაში განთავსდება ყუთები. თქვენ სურვილისამებრ შეგეძლებათ წინასააღდგომოდ შეიძინოთ პროდუქტი ხანდაზმულებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისათვის და დატოვოთ ყუთში. მოგროვილ პროდუქტს, წითელ პარასკევს გადავცემთ თანასოფლელებს (მათ ვისაც ეს სჭირდება).“ -აღნიშნულია განცხადებაში.

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების ფარგლებში, კახეთის რეგიონის მასშტაბით სასურსათო კალათების დარიგება პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. აქციებში სხვადასხვა ქალაქის ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები.


| Print |
FaceBook Twitter Google