საზოგადოება
14 აპრილი დედაენის დღეა
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში მანიფესტაციები დაიწყო.

საქართველოს მოსახლეობა წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა.

პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა, 14 აპრილი კი "დედაენის დღედ" გამოცხადდა.


| Print |
FaceBook Twitter Google