საზოგადოება
შესაძლოა სააღდგომოდ სასაფლაოები დაიხუროს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესაძლებელია სახელმწიფოს მოუწიოს სასაფლაოების დახურვა. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკაზე.

„განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება, იძულებული გავხდეთ და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების დინამიკასთან, რომელიც იქნება. მესმის, რომ არ არის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელია. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ უახლოესი ერთი-ორი დღის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ადამიანებს წინასწარ გავაფრთხილებთ. ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, გარკვეული პერიოდით. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში და ამ ბრძოლის ხაზი გადის ყველგან“, - განაცხადა გახარიამ.

დღესვე პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაიასამდე გაგრძელდება. ასევე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ოთხ დიდი ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით.
| Print |
FaceBook Twitter Google