საზოგადოება
დავრჩეთ სახლში, უნდა დავცილდეთ ფიზიკურად ერთმანეთს - ლევან რატიანი
დადგა მომენტი, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, -ამის შესახებ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ და დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, მაგრამ ერთი გამონაკლისით, დესოციალიზაციის გარეშე. ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ ავუალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ - დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით,“- აცხადებს ლევან რატიანი.

მისივე თქმით, გუშინ მათ კლინიკაში შევიდა 11 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის რამდენიმე ექიმია.

ამ დროის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 69.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ოთხ დიდი ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილიდან 10 დღით აიკრძალოს.
| Print |
FaceBook Twitter Google