საზოგადოება
თელავის მუნიციპალიტეტში სასაფლაოები 10 დღით დაიკეტება
თელავის მუნიციპალიტეტის მერია სასაფლაოების დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ქვეყანის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების პარალელურად, თელავის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სასაფლაო 10 დღით დაიკეტება. გამონაკლისის სახით, სასაფლაოს გახსნა მოხდება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვის მიზნით.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვათ რეკომენდაციები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გახვიდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google