საზოგადოება
3 ათასი ლარით დაჯარიმებულ ბზის გამყიდველს მერიამ პროდუქტი გადასცა
ივანე დემურაშვილს, რომელიც პოლიციამ ბზის გაყიდვის გამო რამდენიმე დღის წინ დააჯარიმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პაკეტი გადასცა. მემას პირველადი მოხმარების პროდუქტი სახლში მიუტანეს.

ოფიციალური ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული რეგულაციების დროს ივანე დემურაშვილი, რომელიც ბაზას ყიდდა, პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილა, რის გამოც სამართალდამცავებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და მას 3 ათასლარიანი ჯარიმა დაუწერეს.

იმავე დღეს დააჯარიმეს ტიტების გამყიდველიც.


| Print |
FaceBook Twitter Google