საზოგადოება
მოვერიდოთ ერთმანეთს, გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს დარჩნენ სახლში და არ წავიდნენ არანაირ შეკრებაზე. მთავარი რეკომენდაცია ისევ და ისევ არის ის, რომ ადამიანები მოერიდნენ ერთმანეთს.
მისივე განცხადებით, ჩვენს საზოგადოებაში არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები, მაგრამ ისინი შეიძლება იყვნენ უკვე გადამდები.

„უნდა მოვერიდოთ ერთმანეთს. ადამიანები, რომლებიც აუცილებელ სამსახურში არიან, როცა ბრუნდებიან ოჯახებში, უნდა მოერიდონ თავისი ოჯახის წევრებს, ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს, როცა ისინი შეხვდებიან სუპერმარკეტებში თუ სხვაგან. ეს არის სოციალური დისტანცირება. სხვანაირად ჩვენ ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ. დავიცვათ სახელმწიფოს ახალი რეგულაციები და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა,“ - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.







| Print |
FaceBook Twitter Google