საზოგადოება
საგანგებო მდგომარეობის და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკოთ - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან, ასევე დროებით ნებართვებთან დაკავშირებით 112-ზე არ დარეკონ.

„მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს - 112-ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე, ასევე, საინფორმაციო სახის და ეგრეთ წოდებული დროებითი ნებართვების შესახებ შეკითხვებით, რის გამოც გადატვირთულია "112"-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს.
მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ "112"-თან დაკავშირებას.
გთხოვთ, მიეცით დაკავშირების საშუალება მათ, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება და საგანგებო სამსახურების გამოძახება, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, 21 აპრილს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 16 908 ზარი შევიდა, რომელთა 65 % იყო არამიზნობრივი ხასიათის. დღეს, 22 აპრილს, 12 საათის მონაცემებით, სულ შესულია 4 966 ზარი, რომელთა 63 %, ასევე, არამიზნობრივია.
| Print |
FaceBook Twitter Google