საზოგადოება
თვითდასაქმებულებს 300 ლარით დაეხმარებიან
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდიან.


გახარიას განცხადებით იმ პირების იდენტიფიცირებას, ვინც თავს თვითდასაქმებულად თვლიდა, ან ოფიციალური საბუთის გარეშე მუშაობდა, მთავრობა სოციალური სამსახურების საშუალებით მოახდენს.

"რა თქმა უნდა, უკიდურესად რთულია მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი ოფიციალურ ბაზებში არ აღირიცხებიან. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას სოციალური სამსახურების დახმარების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალურად გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 000 000 ლარი“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე განცხადებით, ის პირები, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას.


| Print |
FaceBook Twitter Google