საზოგადოება
2021 წლიდან პენსია 20-25 ლარით გაიზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მომავალი წლიდან პენსია,  20-25 ლარით გაიზრდება. ამასთანავე, ძალაში რჩება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის 30 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება.

„ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს, პენსიის სახით. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიების ზრდის შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70-წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს 25 ლარით. ეს არის ქვედა ზღვარი, ის მინიმუმი, რაც თითოეულ ჩვენს პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


ამ შეღავათებით 410 000 პენსიონერი ისარგებლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პენსია /