საზოგადოება
ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან 600-ლარიან დახმარებას
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ის სოციალური ჯგუფები დაასახელა, რომლებიც 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან 600 ლარიან დაეხმარებას მიიღებენ.

„მოგეხსენებათ, რომ სოციალურად საკმაოდ რთულად სტრუქტურირებული საზოგადოება გვყავს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საკმაოდ დიდი მოცულობა გყავს. ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღებისა და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე.“- აღნიშნა პრემიერმა.

გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ექვსი თვით 600 ლარიან დახმარებას გაუწევს:

ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. მისი თქმით, ასეთია 70 000 ოჯახი და დაახლოებით, 190 000 მოქალაქე.

ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდეა და ჰყავთ 3 და მეტი, 16 წლამდე ასაკის შვილი. ასეთია 21 000 ოჯახი 130 000 მოქალაქე.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ასეთია 40 000 მოქალაქე. გახარიას განმარტებნით, ამ ღონისბიების მოცულობაა 25 მილიონი ლარი.


| Print |
FaceBook Twitter Google