საზოგადოება
კორონავირუსისგან132 პაციენტი განიკურნა
ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი 18-ით გაიზარდა. ჯამში მათი რაოდენობაა 132.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, კორონავირუსის 431 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გარდაცვლილია - 5.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 571.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


| Print |
FaceBook Twitter Google