საზოგადოება
27 და 28 აპრილს საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება
ორშაბათს, 27 აპრილიდან მსუბუქი ავტოტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და ასევე დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, გამონაკლისის სახით, ქალაქებს შორის გადაადგილება მხოლოდ ორი დღით 27 და 28 აპრილს იქნება შესაძლებელი.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე გასული იყო ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით. ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობაა დაბრუნდნენ თავიანთი რეგისტრაციის ადგილზე ან სამუშაო ადგილზე. ორი დღის შემდგომ ის შესაბამისი შეზღუდვები სატრანსპორტო გადაადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით აღდგება.", – განაცხადა გიორგი გახარიამ.


| Print |
FaceBook Twitter Google