საზოგადოება
კახეთიდან ლუგარში გუშინ გაგზავნილი ტესტების პასუხები ცნობილია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, 28 აპრილს ლუგარის ცენტრში 55 ნიმუში გაიგზავნა. მათგან კარანტინის ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან აღებული 35 და მედპერსონალის 20 სინჯი. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ნეგატიურია.

„საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. იცით, რომ დაიწყო მედპერსონალის ტესტირებაც. კახეთში ეპიდსიტუაციის სტაბილურობა კვლავ შენარჩუნებულია. დღეის მდომარეობით Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.“- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.


მისივე თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 მოქალაქე. მოიხსნა - 2. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 11 ლოკაციაზე იმყოფება 611 მოქალაქე.


| Print |
FaceBook Twitter Google