საზოგადოება
სურსათის გაცემა გურჯაანის ბაღებში ხვალეც გაგრძელდება
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების გაცემის მეორე ეტაპი მიმდინარეობდა. როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა თევდორაშვილმა speqtri.ge-სთან განმარტა, ძირითადი ნაწილი უკვე გასცეს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქის პირველ და მეოთხე ბაღებში ბევრი ჯგუფია, სურსათის სრულად გაცემა დღეს ვერ მოესწრო.

„პირველ და მეოთხე ბაღში ორ-ორი ჯგუფი, ჯამში დააახლოებით 120 ბავშვია დარჩენილი, ვისაც სასურსათო კალათა არ წაუღია. პროცესი ხვალეც გაგრძელდება და სურსათს დანარჩენი აღსაზრდელებიც მიიღებენ.“ - აღნიშნა ლელა თევდორაშვილმა, რომელიც პროდუქტის გაცემის პროცესს ქალაქ გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ ამჯერადაც სასურსათო კალათი, რომელიც თერთმეტი სახეობის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტისგან შედგებოდა, 37 სააღმზრდელო დაწესებულებაში დარეგისტრირებული 2252 აღსაზრდელისთვისაა გათვალისწინებული.

გურჯაანის სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ სასურსათო კალათების მომზადების მეორე ეტაპისთვის 82 000 ლარი დახარჯა.


| Print |
FaceBook Twitter Google