საზოგადოება
მუნიციპალური ტრანსპორტი 29 მაისიდან ამოქმედდება
ქვეყანაში ინფექციის გავრცელება ექვემდება კონტროლს. ამიტომ დგას ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედების ამოცანა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული გეგმა ცოტა უფრო ავაჩქაროთ, - განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სეროპრევალენტობის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შიდაგავრცელების მასშტაბი და რისკები არის ძალზე მცირე. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო რიგი შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება, მათ შორის მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით.

„29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონტრეული წესების დაცვით. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, რაზეც პასუხისმგებლები იქნებიან მუნიციპალირუი ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
| Print |
FaceBook Twitter Google