საზოგადოება
1 ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია და ბაზრობები გაიხსნება
1 ივნისიდან შეზღუდვები იხსნება მაღაზიების, რესტორნებისა და ბაზრობების მუშაობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

„1 ივნისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, მოლებიც, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სეროპრევალენტობის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ინფექციის შიდაგავრცელების მასშტაბი და რისკები არის ძალზე მცირე. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო რიგი შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება, მათ შორის მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით.
| Print |
FaceBook Twitter Google