საზოგადოება
8 ივნისიდან სასტუმროები და რესტორნები გაიხსნება
როგორც დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროები და აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.

„ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმრობი, რომლებსაც გავლილი ექნება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა; და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. ეს ნაბიჯები პირველ რიგში მიღებულია ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობა, ამ ნაბიჯის შემდგომ შევინართუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს დღეს, არის პირბადეების ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ატაროს პირბადე,“ - განაცხადა გახარია.


მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე მეტრო. 1 ივნისიდან, მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, მოლებიც, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.
| Print |
FaceBook Twitter Google