საზოგადოება
გაიგეთ, ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა სიაში
დღეს უხელფასოდ დარჩენილი პირებისთვის კომპენსაციის ჩარიცხვა დაიწყო. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 72 175 ადამიანმა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა, უკვე მიიღო ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება. მისივე თქმით, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა ასევე 52 151 მოქალაქეს.


კორონავირუსის პანდემიის გამო, ხელფასის და შემოსავლების გარშე დარჩენილ პირებს, შეუძლიათ ფინანსთა სამინისტროს ახალ პროგრამაში გადაამოწმონ თავი და გაიგონ, არიან თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში.

იმისათვის, რომ გაიგოთ ხართ თუ არა სიაში, საძიებო სისტემაში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი.

გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განაცხადში მითითებულ მობილურ ნომერზე, პირი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კომპენსაცია /