გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დღის ბოლოდან 4
ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
უწყების ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,
ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა
ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები
გამოიწვიოს.ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს.
მასალის გამოყენების პირობები