საზოგადოება
კორონავირუსით საქართველოში მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 76 წლის კაცი გარდაიცვალა. პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან იყო და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით 13 პაციენტია გარდაცვლილი.

stop.cov.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის სულ 800 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 640.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 304.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |
FaceBook Twitter Google