საზოგადოება
დედოფლისწყაროს ბაზარი ხვალ გაიხსნება
დედოფლისწყაროში მდებარე სოფლის მეურნეობის ბაზარი მუშაობას ხვალიდან განაახლებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, ბაზრის შენობა დაწესებული რეკომენდაციების შესაბამისად გარემონტდა და მოეწყო ახალი სველი წერტილები.

"მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში შეიძინონ, სადაც მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. შესაბამისად, აიკრძალება გარევაჭრობაც. ბაზრის შიდა პერიმეტრის მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და მერიის ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს", - აღნიშნა ჯანიაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google