საზოგადოება
ახაშენში ახალი ჭაბურღილი დამონტაჟდა
სოფელ ახაშენში ე.წ სამების უბანში 25 ტონიანი რეზერვუარი დამონტაჟდა. რამდენიმე დღეში კი ქსელის რეაბილიტაცია დაიწყება.


ახალი ჭაბურღილიდან სასმელი წყალი, საუბნო ონკანებით, რამდენიმე უბანში განაწილდება, რომლითაც 100 - ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. აღსანიშნავია, რომ ამ უბნების მოსახლეობას, ამ დრომდე, მხოლოდ ტექნიკური წყალი მიეწოდება. ჭაბურღილის მოწყობისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 159 ათასი ლარი დაიხარჯება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "ჰიდროგეო" ასრულებს.


| Print |
FaceBook Twitter Google