საზოგადოება
გურჯაანში კორპუსების ეზოები მოასფალტდება
ქალაქ გურჯაანში კორპუსის ეზოების მოასფალტება დაიწყო. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, სამუშაოებისთვის სამშენებლო კომპანიასთან ხელშკრულებები უკვე გაფორმებულია.

„პროცესი ორ ეტაპად არის გაყოფილი. ნაწილი - 2020-ში, ხოლო დანარჩენი მომდევნო წელს განხორციელდება. პირველი ეტაპი დაახლოებით 10 აგვისტოსთვის დასრულდება. ამჟამად ხდება კაჭრეთში მდებარე კორპუსის ეზოს მოასფალტება. ქალაქ გურჯაანში სამუშაოები, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაიწყება. ამ ორი ეტაპის დასრულების შემდეგ ქალაქის მცირე ნაწილიღა დაგვრჩება ასათვისებელი. ეზოების კეთილმოწყობა თითქმის ყველა კორპუსშია გათვალისწინებული.“

მისივე თქმით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზამშენი 15“ ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულებაა 935 ათასი ლარი.

| Print |
FaceBook Twitter Google