საზოგადოება
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გაიხსნა
ფშაველი- აბანო- ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა და თუშეთში მიმავალ მგზავრებს გადაადგილება უკვე ავტომობილით შეუძლიათ. ამის შესახებ თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განაცხადა.

,,გუშინ ძლიერი სეტყვა და წვიმა იყო მთაში და ხევებიდან ჩამოსული ქვა-ღორღისგან 22-ე და 31 -ე კილომეტრზე გზა ჩახერგილი იყო, თუმცა თუშეთის გზის გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომაპანია შპს,,ენერჯი გრუპი"-ია ტექნიკა ადგილზე იმყოფება და გზის გაწმენდა დროულად განახორციელა. ამის შემდეგ მანქანებმა შეუფერხებლად შეძლეს გზის გაგრძელება. ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია ფშაველი- აბანო- ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ღამით ავტომანქანით გადაადგილებაზე დაწესდება თუ არა შეზღუდვები" .

ახმეტის მუნიციპალიტეტის ვიცე მერის ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით კი თუშეთისაკენ მიმავალი გზის მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის ტექნიკა ადგილზე იქნება მობილიზებული და მეწყერის ან სხვა გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად ჩახერგილი გზის გასუფთავებას ოპერატიულად მოახდენს. თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ,ვერტმფრენი, რომლიც კვირაში ერთხელ რეგულარულ რეისს ასრულებდა, თვეში მხოლოდ ერთ რეისს შეასრულებს და საქართველო- რუსეთის ომალოს სასაზღვრო სექტორზე მომსახურე მესაზღვრეებს გადაიყვანს.

თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანე გზა ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე იკეტება. მთაში დარჩენილ მოსახლეობასთან კონტაქტი მხოლოდ ვერტფრენის საშუალებით ხდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი / ომალო /