საზოგადოება
კახეთში „ცხელების ცენტრები“ გაუქმდა
კახეთის რეგიონის კლინიკებში გახსნილი „ცხელების ცენტრები“ გაუქმდა, მათ მუშაობა ჩვეული რეჟიმით განაახლეს. ცენტრები თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს საავადმყოფოებში კორონავირუსის პანდემიის გამო ფუნქციონირებდა და იქ მომატებული ტემპერატურის მქონე პაციენტებს იღებდნენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, „ცხელების ცენტრების“ გაუქმება რეგიონში კარგი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვიტეს.
„ცხელების ცენტრები უკვე აღარ არის, იმიტომ რომ ფაქტიურად შემთხვევები აღარ გვაქვს. ამიტომ მიეცათ უფლება ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა და დანარჩენი პაციენტებიცდ მიიღონ. პარალელურად ჩვეულებრივ სიცხიან პაციენტებსაც კვლავ მიიღებენ. “

ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა კლინიკაში გახსნა „ცხელების ცენტრები“, სადაც მხოლოდ კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომის - ცხელების მქონე პაციენტებს იღებენ.
კახეთის რეგიონში დღემდე კორონავირუსის შიდა გავრცელების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


| Print |
FaceBook Twitter Google