თელავში პარკ ,,ნადიკვარზე,, ფანჩატურებისა და ტერასების რეაბილიტაცია
იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე თელავის მერიამ
ტენდერი უკვე გამოაცხადა
პროექტის ფარგლებში გამარჯვებული კომპანია 2020 წლის ბოლომდე
ნადიკვრის პარკში ახალ ფანჩატურებს და ტერასებს მოაწყობს. ასევე
იგეგმება პარკის აღდგენა და გამწვანება. მოეწყობა ბავშვებისთვის
გასართობი ზონა.
სარეაბილიტაციო სამუშაობის შესრულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315
410 ლარია გამოყოფილი.სატენდერო წინადადებების მიღება 25 ივნისს
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები