საზოგადოება
ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისოს უთანაბრდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება. აღნიშნული ცვლილება ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მთავრობის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ტურიზმის გახსნის ფრთხილ და ეტაპობრივ მიდგომას, რომელიც მსოფლიოში არსებული ტენდენციების გათალისწინებით მიიღება.

ცნობილია, რომ საქართელოს ჰქონდა მოლაპარაკებები ისრაელთან და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებთან, თუმცა აღნიშნულმა ქვეყნებმა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ტურიზმისა და საერთაშორისო საზღვრების გახსნა გარკვეული დროით გადაავადეს.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის მოქმედებს შემდეგი რეგულაციები:

  • ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა;
  • აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა;
  • ტრანსპორტში ფანჯრები მუდმივად ღია უნდა იყოს;
  • უსაფრთხო დისტანციის დაცვისა და მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისთვის მოეწყობა სავალდებულო პირობითი ნიშნები.

| Print |
FaceBook Twitter Google