საზოგადოება
რომელი აქტივობების არადისტანციურად ჩატარება დაიშვება პირველი ივლისიდან
გარკვეულ შემთხვევებში პირველი ივლისიდან ტრენინგებისა და გასართობი აქტივობების ჩატარება დასაშვები გახდება. ამის შესახებ, „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ დადგენილებაში შედის ცვლილება.


მთავრობის 22 ივნისის დადგენილებით ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით, გარდა ღია სივრცეში ჩასატარებელი ტრენინგებისა და სემინარებისა. დადგენილების მიხედვით, პირველი ივლისიდან კულტურული ღონისძიების ჩატარება, გარდა სამუზეუმო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა, ასევე ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, შესაძლებელი იქნება რომ არადისტანციური ფორმით ჩატარდეს.


| Print |
FaceBook Twitter Google