საზოგადოება
თელავში წყლის მრიცხველების მონტაჟი გრძელდება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, თელავში საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანების სამუშაოები დაიწყო.

დღეის მდგომარეობით, 5 საცხოვრებელი კორპუსის ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები უკვე დასრულდა. თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება ბინების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ.  პროექტის განხორციელებაზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / წყალი /