საზოგადოება
საბაზო საფეხურის მოსწავლეები შეცვლილ სახელმძღვანელოებს მიიღებენ
გურჯაანის საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, განათლების სამინისტრო სკოლებს სთავაზობს ახალი სასწავლო წლიდან თავად აირჩიონ სასურველი ავტორების სახელმძღვანელოები. წელს ეს საბაზო საფეხურისთვისაც შესაძლებელია.

„გასულ წელს უკვე განხორციელდა ცვლილება და პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვმა მიიღო ახალი სახელმძღვანელო. სამინისტრომ გაითვალისწინა მშობელთა სამართლიანი პრეტენზიები სახელმძღვანელოების ხარისხთან და შინაარსობრიობასთან დაკავშირებით და სკოლებს სთავაზობს არჩევანს ესქულის ბაზებში მონიშნონ სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებული კონკრეტული საგნის სახელმძღვანელო, რომელიც თვითონ სკოლას სურს. წელს უკვე საბაზო საფეხურსაც შეეხება ცვლილება და აბსოლუტურად ახალი სახელმძღვანელოები შევა მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასებში.“

მისივე თქმით, სკოლებში აღნიშნული საკითხი საგნობრივ კათედრებზე განიხილება და თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ახალ სახელმძღვანელოებს ამის შემდეგ მიიღებს.




| Print |
FaceBook Twitter Google