საზოგადოება
კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ხუთით გაიზარდა.

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის - 917 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 776, გარდაცვლილი - 14. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში - 2744 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 258. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს - 3 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google