საზოგადოება
„ხაოს მარანთან“ დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტს მერია კონკურსზე წარადგენს
2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრმის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე გურჯაანის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა წარადგინოს.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში ე.წ. „ხაოს მარნისკენ“ მიმავალი გზის რეაბილიტაცია იგეგმება.
„გრანტის პირობებში უნდა წარგვედგინა ის ლოკაცია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას მოიცავს. ფართო განხილვის დრო არ გვქონდა, ამიტომ შევარჩიეთ ცხრა აპრილის ქუჩის ბოლოს ე.წ. ხაოს მარნისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია. მანდ არის რამდენიმე მცირე საწარმო განთავსებული. ასევე არის ტერიტორიები, სადაც შეიძლება სამომავლოდ გაიზარდოს მცირე საწარმოების რიცხვი.“

კოტე ბერიძიშვილის თქმით, საგრანტო პროექტის განხილვა ორ ეტაპად მოხდება.

| Print |
FaceBook Twitter Google