საზოგადოება
გურჯაანში კორპუსების ეზოს მოასფალტება დაიწყო
ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოასფალტების სამუშაობი დაიწყო. ამ დროისთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „გზამშენი 15“ ასრულებს.

პროექტი გარდამავალია და ორ ეტაპად განხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულებაც 935 000 ლარია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება.


| Print |
FaceBook Twitter Google