საზოგადოება
ჩუმლაყის საბითუმო ბაზარში შესვლა ფასიანი გახდა
ჩუმლაყი-ყიტაანის საბითუმო ბაზარში შესვლა მოვაჭრეებისთვის უკვე ფასიანია. როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, ფასები სტანდარტულია.

„ატმის გასაყიდად მხოლოდ გურჯაანის კი არა, სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობაც მოდის. შესაბამისად, ამ ყველაფერს რეგულაცია სჭირდება, განსაკუთრებით კოვიდის დროს. ამიტომ მოვაწყეთ ტერიტორია, სადაც ყველანაირი პირობებია დაცული. იქიდან გამომდინარე, რომ ამისთვის დიდი ხარჯი გავწიეთ, შესვლა ფასიანია, თუმცა, მინიმალური თანხაა გადასახდელი.“

მისივე თქმით, ბაზარში შესვლა პატარა მანქანისთვის სამი ლარი, ხოლო დიდი მანქანისთვის 5 ლარი ღირს. ასევე აღებული ქვითარი მთელი დღის განმავლობაში მოქმედებს. იგივე ფასია დაწესებულია საზღვარგარეთიდან შემოსული გადამზიდავებისთვისაც.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაზარი / ყიტაანი /