საზოგადოება
შუქნიშნები გურჯაანში მომდევნო კვირაში ჩაირთვება
გურჯაანში შუქნიშნები კვლავ გამორთულია. ისინი რამდენიმე დღის წინ სატესტო რეჟიმში ჩაირთო და შემდეგ გაითიშა.

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, კოტე ბერიძიშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში განაცხადა, შუქნიშნები სრულად მომდევნო კვირის ბოლოს ამუშავდება.
„კოსტავასა და თავისუფლების გადაკვეთაზე ტესტრეჟიმში ყვითელი ციმციმაა ჩართული. ბაზართანაც დღეს ან ხვალ ჩართავენ. ორ ელექტროტაიმერს სჭირდებოდა შესწორება, რომელიც მომწოდებელმა წაიღო. რამდენიმე დღეში ჩამოიტანენ და დააყენებენ. სხვა ყველა სამუშაო დასრულებულია. ვფიქრობ მომავალი კვირის ბოლოს უკვე ორივე ლოკაციაზე შუქნიშნები სრულად ამუშავდება.“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში შუქნიშნები ორ კოლაციაზე: თავისუფლება-კოსტავასა (გიმნაზიის ასასვლელთან) და თავისუფლება-წმინდა ნინოს ქუჩების (ბაზრის ჩასახვევთან) კვეთაზე დამონტაჟდა.

| Print |
FaceBook Twitter Google