საზოგადოება
სამხედრო სამსახური პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდებათ
პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთჯერადად გადაუვადდებათ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


„სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს დღეს განათლების სამინისტრო, რომლის ძირითადი მიზანი და პრინციპია პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადება“ – განაცხადა მან.

გიორგი გახარის განმარტებით, ცვლილების მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობაა.
„ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი გადავადება, მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის ან 12 ან 24-თვიანი და რაც მთავარია პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების ინსტურმენტი, რამეთუ ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას შეიძინონ პროფესია“, -

| Print |
FaceBook Twitter Google