საზოგადოება
თელავში ახალი ავტოსადგომი შენდება
თელავში ავტოსადგომის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის დაფინანსებული და ჯამური ღირებულება 1 256 645 ლარს შეადგენს.


მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, ავტოსადგომი 40 ერთეულ ავტობუსზე იქნება გათვლილი. პირველ ეტაპზე თელავს 10 ერთეული ავტობუსი გადაეცემა, ხოლო მეორე ეტაპზე დაგეგმილია 25- 30 ავტობუსის შემოყვანა.
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და EBRD-ის მხარდაჭერით თელავში მიმდინარეობს ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც გათვლილია ჯამში 35- 40 ავტობუსზე, პირველ ეტაპზე თელავში შემოვა 10 ერთეული ავტობუსი, რომელიც იმოძრავებს ქალაქის მასშტაბით, ხოლო მეორე ეტაპი მოიცავს 25-30 ავტობუსის შემოყვანას, რომელიც უკვე მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება“-
მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ახალი ავტობუსი უკვე შეისყიდა.


| Print |
FaceBook Twitter Google