საზოგადოება
რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება კახეთში
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონში 3 პროექტი განხორციელდება.

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში საქართველოს ოთხი რეგიონი, მათ შორის კახეთი მონაწილეობს. მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი განაცხადებიდან სულ სამმა პროექტმა მოიპოვა შესაბამისი მხარდაჭერა და დაფინანსება.

პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს და აქედან კახეთის რეგიონისთვის 1 782 000 ლარია გათვალისწინებული.ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ტურისტული დანიშნულების ობიექტებამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ხოლო თელავში ორ მსხვილ სავაჭრო ობიექტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

გამარჯვებული პროექტების განხორციელების შემდეგ მოსალონდელი შედეგებია: ბიზნესისა და ვიზიტორებისთვის რეგიონის მიმზიდველობის გაზრდა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / პროექტი /