საზოგადოება
რა ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახაშენში, ჩუმლაყში, ველისციხეში, მუკუზანში და ვაზისუბანში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.


როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტქრუტურის სამსახურის უფროსმა კოტე ბერიძიშვილმა განაცხადა პროექტის ფარგლებში ძირითად კეთდება გზები და იცვლება წყლის ქსელები.
„ჩუმლაყში ორ შიდა საუბნო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და მოხდება წყლის სათავიდან დაქსელვა. ახაშენში დაწყებულია ჭაბურღილის მოწყობა, აქაც შეიცვლება წყლის ქსელი და მოასფალტდება ერთი გზა. ველისციხეში მოასფალტდება ორი საუბნო გზა და მოეწყობა ჭაბურღილი, მუკუზანში მიმდინარეობს სკოლისკენ მიმავალი გზის მოასფალტება, სამუსაოების 70% უკვე შესრულებულია. ასევე მოეწყობა სანიღვრე არხები. რაც შეეხება ვაზისუბანს აქაც გაკეთდება შიდა საუბნო გზები და მოეწყობა სანიაღრე არხები.“




| Print |
FaceBook Twitter Google