საზოგადოება
კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 609 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 609 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში - 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 138, ქვემო ქართლში - 131, შიდა ქართლში - 112, სამცხე-ჯავახეთში - 111, მცხეთა-მთიანეთში - 39, გურიაში - 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ამავე, პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე.
დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ხეტყე /