საზოგადოება
საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს
პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. სულ კონკურსში 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა.


ოქროს მედლები აიღო : იბერიელი, „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი (გურია) – 2018“ და მარანი „დიმნა“ (იმერეთი)- „ძელშავი 2017“; ღვინომ „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018“ ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინოები სპეციალური ჯილდო.

ვერცხლის მედლები აიღეს: თელავის ღვინის მარანი, „ცქრიალა როზე (კახეთი)- 2019“, თელავის ღვინის მარანი, „საფერავი როზე (კახეთი) – 2019“ და „ლაპატი ვაინსი“, „კიდევ ერთი პეტ ნატი“ (ქართლი) – 2016“.

ჟიურის ღვინის მაგისტრი ელიზაბეტ გაბაი (Elizabeth Gabay) ხელმძღვანელობდა, ხოლო მის შემადგენლობაში მსოფლიოს 7 ქვეყნის 12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა.

კონკურსზე ქართული ღვინოები, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა პოლონურმა ორგანიზაცია „Malinova“-მ წარადგინა.



| Print |
FaceBook Twitter Google