გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოში
ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
უწყების ინფორმაციით, 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში
ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან
რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს
მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური
ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის
ფარგლებშია მოსალოდნელი.
8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს
ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან
ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და
ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები