საზოგადოება
ჩუმლაყში კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა გამოვლინდა
როგორც speqtri.ge-ს აცნობეს, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩუმლაყში ერთ-ერთი ადგილობრივისგან სამაცივრე მეურნეობა ჰქონდა ნაქირავები, კორონავირუსი დაუდასტურდა.

საკითხის გადასამოწმებლად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელს დავუკავშირდით. თუმცა, ნელი ხიზანიშვილმა ინფორმაცია ამის შესახებ არც უარყო და არც დაადასტურა.

„ამ დროისთვის ინფორმაციას არც უარვყოფ და არც ვადასტურებ. ადგილზე გასულები არიან ეპიდემიოლოგები და მიმდინარეობს მოკვლევა. განცხადებას დაახლოებით ერთ საათში გავაკეთებ,“ - გვითხრა ნელი ხიზანიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კორონა / ჩუმლაყი /