საზოგადოება
გარემოზე ზიანის მიყენებისას საწარმოებისთვის ახალი რეგულაციები დაწესდა
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიხედვით , გარემოზე ზიანის მიყენებისას საწარმოებისთვის ახალი რეგულაციები დაწესდა.

ცვლილებების თანახმად, გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, ყველა საწარმოს და არა მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს, ექნებათ ვალდებულება, შეასრულონ ზიანის შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებები.

ახალი რეგულაციის მიხედვით, პირი, რომელიც ზიანს მიაყენებს გარემოს, თავად იქნება ვალდებული გასწიოს ხარჯი და გამოასწოროს ზიანის შედეგები.

შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება გავრცელდება გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევებზე, ხოლო უმნიშვნელო ზიანის შემთხვევაში, ოდენობის განსაზღვრა მოხდება „გარემოზე მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიემართება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე. აღნიშნულ ანგარიშზე აკუმულირებული თანხები მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას.



| Print |
FaceBook Twitter Google